რეზონანსი
03.12.2017

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, დაკავებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებ, - ამის შესახებ პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო მეორე გუშინ რესბუპლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა. მეორეს დასაკავებლად კი აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×