რეზონანსი
04.12.2017

 (რეზონანსი) სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

2017 წლის 30 ნოემბერს აღნიშნულმა პირმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას  11 დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×