რეზონანსი
04.12.2017

 (რეზონანსი) კიევში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ტელეკომპანია "NewsOne"- ის შენობის ბლოკირება მოახდინეს. მათ მაუწყებლის ოფისის შესასვლელთან ქვიშით სავსე ტომრები და მავთულხლართები მიიტანეს.

შეკრებილები კომპანიის მფლობელის მიერ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ იმ განცხადების გამო, როდესაც მან "ევრომაიდანს" სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.

"NewsOne" - ის რედაქციაში კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედება უკავშირდება ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქებას.

ტელეარხი ამ დრომდე ბლოკირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×