რეზონანსი
04.12.2017

 (რეზონანსი) 2017 წლის 6 თვეში კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა 210 762 191 ლარია, საიდანაც 92% კომერციულ ბანკებზე მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის 3 კვარტალის მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 194 016 280 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ღირებულების ქონება „საქართველოს ბანკის" ანგარიშზე ირიცხება.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, დასაკუთრებული ქონება 16 745 911 ლარს შეადგენს, რაც 3,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებით, დღეს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი დ 79 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×