(რეზონანსი) სამხრეთ კორეამ და აშშ-მა თანამშრომლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყეს.
ხუთდღიან წვრთნაში სამხრეთ კორეელ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას 12 ათასი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და 230 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის, მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლები, F-22 და F-35 მიიღებენ.
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივ წვრთნას ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია უწოდა და ვაშინგტონი ბირთვული ომისთვის მზადებაში დაადანაშაულა.
რეგიონში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 28 ნოემბრიდან, როდესაც ფხენიანმა ახალი, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, „ხვასონ-15" გამოსცადა.
დაჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, ამ ტიპის რაკეტას შეუძლია, იერიში აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მიიტანოს.