(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, გამოძიების მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს იმ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა პირის ადგილსამყოფელის დასადგენად. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს", - განაცხადა ხუციშვილმა.
საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.
ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.