რეზონანსი
04.12.2017

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა.

მოსწავლემ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ დაპირისპირება 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს სათამაშო თოფიდან ესროლა.

ხორავას ქუჩაზე გადანაცვლებისა და საუბრის შემდეგ, საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტი დასრულდა და ბავშვები შერიგდნენ, თუმცა, ინციდენტში მონაწილე მოსწავლე მეორე მოზარდს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

აღნიშნულ დაპირისპირებას ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×