რეზონანსი
04.12.2017

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ განათლების მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა.

ჩხენკელმა იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელთა გატარებასაც სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, სკოლაში ძალადობისა და აგრესიის აღმოფხვრის მიმართულებით აპირებს.

მისივე განცხადებით, შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის პროცესს კოორდინაციას გაუწევს. გაძლიერდება მანდატურის სამსახურის ღონისძიებები, საწყის ეტაპზე სკოლების მონიტორინგის პროცესში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზი, სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან მშობლები.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, მეორე  კი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×