რეზონანსი
04.12.2017

 (რეზონანსი) თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, გენერალმა ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა, რომ რუსეთთან მკაცრი საუბრის დრო დადგა.

მიზეზად მან სირიის რეჟიმის  მხარდაჭერა და ევროპაში ძირგამომთხრელი საქმიანობა დაასახელა.

ტელეკომპანია ეი-ბი-სის ეთერში მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ასადის მხარდაჭერამ სამოქალაქო ომის გაღვივება და კრიზისის გაღმავება გამოიწვა, რაც ერაყში, მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში გავრცელდა.

"საშინელი რეჟიმის მხარდაჭერისა და ევროპაში ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო, რუსეთთან მკაცრი საუბარის დაწყების დრო დადგა", - განაცხადა მაკმასტერმა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×