რეზონანსი
04.12.2017

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვის გამო დღეს დაკავებული 3 პირიდან ერთ - ერთი  მოსწავლის მამაა, რომელმაც საკუთარი შვილი შემთხვევის ადგილიდან პირადად წაიყვანა და სისხლიანი ტანსაცმლისა და სხვა მტკიცებულებების გადამალვაში დაეხმარა.

დაკავებული მირზა სუბელიანის ნათესავია, რომელმაც გუშინ პროკურატურაში თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და რომლის შვილიც საქმის ერთ-ერთი მონაწილეა.

პროკურატურა კიდევ რამდენიმე მოსწავლეს ეძებს, რომელთაგან ერთ-ერთი განზრახ მკვლელობაში, რამდენიმე კი დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ეჭვმიტანილი.

სასამართლომ ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეუფარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×