(რეზონანსი) ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსისა და საქართველოს წარმომადგენლები მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელებენ.
"საქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კიბერ-უსაფრთხოება და ოპერატიული დაგეგმარება", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ფარგლებში უკვე ათასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა წვთნის კურსები.
ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულ შეხვედრას სამშაბათსა და ოთხშაბათს გამართავენ. საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა 6 დეკემბერსაა დაგეგმილი.