რეზონანსი
05.12.2017

 (რეზონანსი) კიევში, საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სააკაშვილის მხარდამჭერებდა, მის სახლთან ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. უკრაინული მედიის ცნობით, მხარდამჭერები საცხოვრებელი კორპუსის ყველა გასასვლელის ბლოკირებას ცდილობენ.

სააკაშვილი ცოტახნის წინ დააკავეს. ის სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა.

მანამდე, სააკაშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობა, რა დროსაც ის სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.

ჩხრეკა სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×