რეზონანსი
05.12.2017

 (რეზონანსი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

„ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება და ასევე არის ძებნის პროცედურა დაწყებულია და ეს პროცედურები გავლილია. ექსტრადირებასთან დაკავშირებით თავის დროზე იყო მოთხოვნა. ასე რომ ყველა შემდგომი სამართლებრივ პროცედურა მოხდება ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში," - განაცხადა ბესელიამ.

ცოტახნის წინ საქართელოს ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×