რეზონანსი
05.12.2017

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან სერგეი კუჩენკო დაასახელა.

როგორც გენარალურმა პროკურაორმა განაცხადა, აღნიშნული მიზნებისათვის სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

უკრაინის გენერალური პროკურორის მტკიცებით, ბრალდების მხარეს აუდიო და ვიდეომტკივებულებები აქვს, რომლებიც ლუცენკო კიევში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×