რეზონანსი
06.12.2017

 (რეზონანსი) დღეს 12:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესს თავად დაკანოზიც დაესწრება.

სააპელაციო სასამართლო განიხილავს, როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობას.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურა კი, ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომლითაც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×