რეზონანსი
06.12.2017

 (რეზონანსი) რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს, უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების საშუალება უნდა მიეცეს.

„უკრაინის ტოტალიტარულ-პოლიციური რეჟიმი უნდა მიხვდეს, რომ თუ ევროპისკენ სვლა აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ დაუშვებელია ასეთი ძალადობა. სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მშვიდად იცხოვროს უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა დააყენა - პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ"? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან", - აცხადებს ჟირინოვსკი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×