რეზონანსი
06.12.2017

 (რეზონანსი) დილით, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში პოლიციასა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, 13 ადამიანი დაშავდა. აქედან 11 სამართალდამცველი და 2 მოქალაქეა.

მანამდე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ უცნობი პირები დღეს დილით კარვების ბანაკში მის მომხრეებს დაესხნენ თავს და სცემეს.

უკრაინულმა პოლიციის თქმით, კი ბანაკში სააკაშვილს ეძებდნენ, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, მისმა მომხრეებმა კი პროვოკაცია მოაწყვეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

კიევში, უკრაინის რადასთან, ე.წ. კარვების ქალაქში გამთენიისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×