რეზონანსი
06.12.2017

 (რეზონანსი) სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესები დახურული იქნება. მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო განხილვები სრულად დახურა.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა აღნიშნულ შუამდგომლობაზე, მხარეების მონაწილეობით, ასევე დახურულ რეჟიმში იმსჯელეს, თუმცა პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა. მან სხდომა პროტესტის ნიშნად, შუამდგომლობის განხილვამდე დატოვა.

მოსამართლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში განხილვისას შესაძლებელია გაჟღერდეს მნიშვნელოვანი დეტალები, ამიტომ სხდომების დახურვა აუცილებელია.

ამასთან, მოსამართლის თქმით, სხდომებზე დასწრებას სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეძლებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×