რეზონანსი
06.12.2017

 (რეზონანსი) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე „ღირსების მანიფესტს" მართავენ. შეკრების მიზანი უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარების გაპროტესებაა.

პარტიის წევრის და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობა დასრულდება როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

"მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გაიმარჯვა, როდესაც ის დააკავეს. ის რაც კიევში ხდება გამოწვევაა. არც ერთ ოფიციალურ სახელმწიფო უწყებას არ ქონია რეაგირება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაზე. ეს სამარცხვინოა", - განაცხადა უდუმაშვილმა.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მისამართით მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია-მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.

აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასულდება.

ადგილზე მობილიზებულია შსს-სა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×