რეზონანსი
06.12.2017

 (რეზონანსი) ახლა, როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ ძალით ვერაფერს დაგვაკლებს, გადაწყვიტა ზურგში დაგვარტყას და შიგნიდან მოახდინოს უკრაინის დესტაბილიზაცია, - ამ სიტყვების უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„არაერთხელ მითქვამს, რომ მოსკოვში ძალებსა და ფულს არ დაიშურებენ. ჩემი გაკვირვება ძნელია, მაგრამ რაც გუშინ მთელმა უკრაინამ ნახა, ყველა დაზაფრა და შოკში ჩააგდო", - განაცხადა პოროშენკომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზალოვნებმა მოსკოვიდან დაფინანსებული აქცის გაშიფრეს, რამაც რადასთან მიმდინარე აქციის იგნორირება გამოიწვია.

"მახარებს, რომ უკრაინელმა ხალხმა ჯერ კიდევ ჩვენი ძალოვანების რეაქციამდე გაშიფრა მოსკოვიდან დაფინანსებული კამპანია და სწორედ ამიტომ მოახდინა რადასთან მიმდინარე აქციის იგნორირება. ორგანიზატორებს კი მართლაც სურდათ სისხლისღვრა და ყველანაირად ცდილობდნენ ძალოვანების პროვოცირებას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანები ამას არ წამოეგნენ. ძალოვანების მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა პოროშენკომ.

პოროშენკომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას მუშაობისთვის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის.

"რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის", - დასძინა პოროშენკომ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×