რეზონანსი
06.12.2017

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქცია-მსვლელობა „ღირსეული მანიფესტი" უკრაინაში სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიზანმიმართულად დევნიან.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს. სააკაშვილზე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ძებნა გამოცხადდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×