რეზონანსი
06.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძენბილთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი ჩანაწერი ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა.

საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ის ძებნაში 5 დეკემბერს გამოაცხადეს.

სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული.

„გამოცხადდა ძებნა სააკაშვილზე, რომელიც ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომელიც გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა)", - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანი.

საქართელოს ექს პრეზიდენტზე ძებნას ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×