რეზონანსი
07.12.2017

 (რეზონანსი) ფეხბურთის მსაჯი, ილო ტუღუში გარდაცვლილი მალთაყვაში, ნაძვნარში იპოვნეს.

გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, ის მოკლეს. როგორც ტუღუშის მეუღლემ აღნიშნა, მისი ქმრის გარდაცვალება, სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება.

"გიორგი ბინალიშვილიმა, ირაკლი ბახტაძემ და ჯემალ ჩხაიძემ მომაკითხეს, ჩემს ქმარს ეძებდნენ, რაღაც თანხაზე იყო საუბარი.  5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი მეუღლე",- აღნიშნა ეკა ტუღუშმა.

ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×