რეზონანსი
07.12.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე უწყების ხელმძღვანელს იმ მშენებლობების შეჩერება სთხოვა, რომლის დეველოპერებიც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე შესაბამის მითითებებს არ გაითვალისწინებენ.

"ხშირად ვაწყდებით დარღვევებს მშენებლობის მიმდინარეობისას. ბოლო 5 დღეში ზედამხედველობის სამსახურმა 100-ზე მეტ ობიექტს მისცა გაფრთხილება და 50 მშენებლობაზე საქმის წარმობა და ჯარიმების გამოწერა დაიწყო.

ყველა დეველოპერი ვინც წესებს არ დაიცავს სათანადოდ აგებს პასუხს და თუ ეს მითითებები არ იქნება გათვალისწინებული, მშენებლობები შეჩერდება. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ", - განაცხადა კალაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×