რეზონანსი
07.12.2017

 (რეზონანსი) აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო.

ექსტრემისტურად განწყობილი დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს ესვრიან. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ არეულობის ზონებში რამდენიმე ბატალიონისა და სპეციალური სადაზვერვო შენაერთის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

მასშტბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის გამო დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში სასწავლო პროცესი შეწყდა.

არეულობა ისრაელში მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთეს. ისინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×