(რეზონანსი) ახალი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას დღეს ოფიციალურად შეუდგა.
ლომჯარია სახალხო დამცველის ოფისში უკვე მივიდა, თანამშრომლებს გაეცნო და ომბუდსმენის სტატუსით პირველი კომენტარი გააკეთა. მან რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ქალთა და ბავშვთა უფლებებზე.
„ვაპირებ, რომ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა, ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. ასევე ვაპირებ, რომ ვიმუშავო, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან მიმართებით, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებისთვის, იქნება ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ვაპირებ, რომ გავაძლიერო რეგიონული ოფისების საქმიანობა ასევე, თავად აპარატისთვის შევქმნა ღირსეული სამუშაო პირობები", - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ლომჯარიამ უჩა ნანუაშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილეის ვადა გუშინ ამოეწურა. პარლამენტმა ლომჯარია 30 ნოემბერს, 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს.