რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) მაღალმთიან აჭარაში ორ დღიანმა ინტენსიურმა თოვლმა პრობლემები გამოიწვია, როგორც გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

დიდთოვლობის გამო, ხულოს 43 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ხულოს მერის გოჩა მელაძის თქმით, თოვლის საფარი მაღლობში მეტრნახევარს, ხოლო დაბაში ერთ მეტრს აღწევს.

მელაძე ამბობს, რომ შიდა სასოფლო გზების გაწმენდას აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა ახორციელებს. ცენტრალურ გზაზე კი გადაადგილება თავისუფლად შეიძლება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×