რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

ჩხენკელი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მოსწავლეების ჩანთებს ამოწმებენ.

"ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა", - ამბობს ჩხენკელი.

მისივე თქმით, თუ არსებობს ეჭვი სკოლაში რაიმე აკრძალული ნივთის არსებობის, მათ შორის პიროტექნიკის, ამ შემთხვევაში მანდატური შემოწმებას მხოლოდ სკოლის ადმინისტრააცის წარმომადგენლის თანდასწრებით ატარებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×