რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) ლაგოდეხის მუნიციფალიტეტში, სოფელ მშვიდობაში 80 წლამდე მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხერპლა.

მამაკაცი საავტომობილო გზას კვეთდა, რა დროსაც ,,ალფა რომეოს,, მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ხანდაზმული მამაკაცი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×