რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილი 10 დეკემბერს კიევში, სახალხო მარშის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

სააკაშვილი მხარდამჭერებს ადგილობრივი დროით 12 საათზე შევჩენკოს სახელობის პარკში შეკრებისკენ მოუწოდებს, საიდანაც მაიდანზე მსვლელობას გეგმავს.

„გუშინ ხმა დავკარგე, დღეს კი სიცხემ ამიწია, თუმცა პირობას ვდებ 10 დეკემბრის მარშისთვის მწყობრში ვიქნები თქვენს გვერდით!" - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააკაშვილი ძენბილთა სიაში შეიყვანა. სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×