რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე თბილისში 15 დეკემბერს აინთება, საახალწლო ღონისძიებები კი 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

„წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს", - ამბობს კალაძე.

თბილისი მერის განცხადებით, მთავარი საახალწლო კონცერტები გლდანში, სამგორი და ძველ თბილისში გაიმართება.

„წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება თბილისის გარეუბნებში. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში-გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში", - დასძინა დედაქალაქის მერმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×