(რეზონანსი) სასტუმრო „ლეოგრანდი" ფუნქციონირებას ახალი სახელწოდებით გააგრძელებს. ამის შესახებ, სასტუმროს იურისტმა კახა წერეთელმა განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ გარდაცვლილთა ოჯახების პოზიციის გათვალისწინებით მიიღო.
„გარდაცვლილთა ოჯახების პოზიციის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვას „ლეოგრანდი", რადგან თუნდაც ეს სახელი, უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც,", - განაცხადა ადვოკატმა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც,11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.