(რეზონანსი) თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინასაახალწლო დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული ლოკაციების შესახებ განცხადებას მერია ხვალ გააკეთებს.
"რაც შეეხება საახალწლო დღეებში გარევაჭრობას, ჩვენ ხვალ გავაკეთებებთ განცხადებას. მოცემული იქნება კონკრეტული ლოკაციები, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ადამინებს ექნებათ შესაძლებლობა მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ"- განაცხადა კალაძემ.
საახალწლო ღონიძისძიებებთან დაკავშირებით კალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. მერის თქმით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში: გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში.
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე კი 15 დეკემბერს აინთება. საახალწლო ღონისძიებები კი 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.