რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაპირისპირების ფაქტს სკოლის დირექტორიც, ეკატერინე ცხვედაძეც ადასტურებს.

მისი თქმით, მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

დღეს კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც რუსთავის მე-18 სკოლაში მოხდა. მოსწავლეს მანდატურმა ექლექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×