რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას საავადმყოფიში გადაყვანილი მოზარდი სახლში გაწერეს. ამის შესახებ „რეზონანსს" სკოლის დირექტორმა ეკა ცხვედაძემ განუცხადა.

დირექტორისთვის მოზარდების დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

„დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის უცნობია. მე-9 კლასის ბავშვები არიან. ერთ ბავშვს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, სიმშვიდისთვის მანდატურმა სასწრაფო გამოიძახა, მშობელიც გამოვიძახეთ, რომელმაც ისურვა, რომ რენდგენი გაკეთებულიყო, რაც გაკეთა. ამ წუთისვთის მშობელთან საუბრით დასტურდება, რომ ბავშვთან ერთად სახლში იმყოფება და ბავშვი ჯანმრთელად იმყოფება", - გვითხრა დირექტორმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×