(რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თურქეთის სხვადასხვა ქალაქში, სტამბოლში, ანკარაში, ბურსიში, ესკიშეხირში და სხვა მსხვილ ქალაქებში, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით: "იერუსალიმი - მუსულმანური სიწმინდეა", "ისრაელი - მკვლელია, ამერიკა - მისი მფარველი". მომიტინგეები ანტიისრაულ ლოზუნგებს სკანდირებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.