რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით 2018 წელს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" ქვეპროგრამის ბიუჯეტის გაზრდა 3 300 000 ლარამდეა დაგეგმილი. შესაბამისად, დამატებით 120 ბავშვის დაფინანსება გახდება შესაძლებელი.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, უწყვეტ რეჟიმში 700 ბავშვი იღებს მომსახურებას და თითოეულს თბილისის მერია, ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს.

„მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების გაჩენის შემდეგ, 2018 წლიდან დამატებით 120 ბავშვის დაფინანსების შესაძლებლობა გვექნება", - განაცხადა ჩივიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეპროგრამაში მოსარგებლეების ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.

მისი თქმით, ქვეპროგრამაში ახალი მოსარგებლეების ჩართვისას უპირატესობა მიენიჭება მომლოდინეთა რიგში მყოფ ასაკით ყველაზე პატარას.

"აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისში რეგისტრაციის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×