რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლის შექმნილი სიტოაცია საერთაშორის ყურადღებას არ იმსახურებს.

მისი თქმით, ყველა პირმა, რომელმაც კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს.

„თუ ჩვენ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ვაფასებთ, ის არ იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, ვინაიდან არსებობს კონკრეტული დანაშაული, რომელიც განხორციელებული იყო. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ გამოძიების გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ეფექტური მიუკერძოებელი სასამართლო. ეს ის არის, რაც ჩვენ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უნდა ვუზრუნველყოთ. კანონის დარღვევა არ შეიძლება", - აღნიშნა პოროშენკომ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×