რეზონანსი
08.12.2017

 (რეზონანსი) 11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა.

"თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებების დროს დაგეგმილია ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკის სფეროში ძირითადი ერთობლივი პროექტების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, პუტინი და ერდოღანი საერთაშორისო პრობლემებს განიხილავენ, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასა და სირიის კრიზისის დარეგულირებას.

2017 წელს ეს ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის რიგით მეშვიდე შეხვედრა იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×