(რეზონანსი) სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსის სახლში დააკავეს.
პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იური პოკინბოროდამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს.
"კანონის თანახმად, იზოლატორში უნდა გადავეყვანე მეც, მაგრამ არ დამაკავეს. ვვარაუდობ, მახეს დამიგებენ და სააკაშვილის დაკავებაში დამადანაშაულებენ",-განაცხადა პოკინბოროდამ.
უკრაინის შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრის, რადას დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევში, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.