(რეზონანსი) უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდინვანის, ლარისა სარგანმას განცხადებით, სააკაშვილის მიმართვის წერილი უკრაინელი ხალხისადმი, რომელიც საპროტესტო აქციაზე წაიკითხეს, ყალბია.
სარგანმა სოციალურ ქსელში ორი წერილი გამოაქვეყნა, ერთ-ერთი ის წერილია, რომელიც ადვოკატმა ჩორნოლუცკიმ მედიას სააკაშვილის სახელით მისი დაკავების ღამეს გადასცა, ხოლო მეორე, სარგანის მტკიცებით, ის წერილია, რომელიც სააკაშვილმა თავისი ხელით დაწერა.
„ეს ორი ნაწერი სრულიად განსხვავებული ხელწერითაა შესრულებული", - განაცხადა პრესმდივანმა.
გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, მისმა ადვოკატმა რუსლან ჩორნოლუცკიმ მხარდამჭერებს წაუკითხა წერილი, რომელიც, მისი თქმით სააკაშვილმა დაწერა. წერილის მიხედვით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელებს მოუწოდებს, 10 დეკემბერს დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ.