რეზონანსი
10.12.2017

 (რეზონანსი) მოძრაობა „თეთრი ხმაური" ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს 17:00 საათზე, ვარდების მოედანზე აქციას გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის წარმომადგებნელმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ აქციას სოლიდარობის ნიშნად მხარს დაუჭერს საპატიმროებში მყოფი ათამდე პატიმარი. წიქარიშვილის განცხადებით, ამ პატიმრების მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა დროულად დაიწყოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ შემუშავებული კანონპროექტის დროული განხილვა.

წიქარიშვილის ინფორმაციით, არამხოლოდ ნარკოტიკების ჩადებაზე, არამედ ძალიან მცირე დოზებით მოხმარებისთვისაც კი, საქართველოში 3 000 უკანონო პატიმარია.

შეგახსნებთ, რომ კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად შეიმუშავა.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×