რეზონანსი
10.12.2017

 (რეზონანსი) შსს-მ, 8 და 9 დეკემრებს ორი სუპერმარკეტის გაქურდვის გამო, 1993 წელს დაბადებული რ.ლ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული რ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, გატეხილი შუშის ბოთლის გამოყენების მუქარით, მოლარეს გარკვეული თანხა გასტაცა და მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ რ.ლ. 9 დეკემბერს, თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოლარეს დაესხა თავს, დანის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული 10 დეკემბერს მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×