რეზონანსი
10.12.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები კი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქება ცოტახნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქებას საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოჰყვა. დანგეულია კედლები, ჭერი და იატაკი, ჩამონგეულია კიბეები. ასევე, დაზიანდა მიმდებარედ მდგარი ავტომანქანები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×