(რეზონანსი) თბილისში, ვარდების მოედანზე „თეთრი ხმაურის" მოძრაობის მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირები ბანერებით "ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ" მივიდნენ.
სასულიერო პირები ამბობენ, რომ ისინი მდუმარე ფორმით შეუერთდებიან აქციას და გააპროტესტებენ თეთრი ხმაურის მოთხოვნებს.
აქციის მონაწილეებმა სასულიერო პირებს ჰკითხეს, უნდა დააკავონ თუ არა ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის და უნდა ჩასვან თუ არა ისინი ციხეში, რაზეც მათ განაცხადეს, რომ ადამიანების დაპატიმრება არ უნდა მოხდეს.
"ნარკომანიის დაშვება არ შეიძლება, მაგრამ საჭიროა ნარკომანების მკურნალობა და არა ციხეში გაშვება,"-განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.
„თეთრი ხმაურის" მოძრაობა მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა დროულად მიიღოს და დაამტკიცოს ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი.