რეზონანსი
10.12.2017

 (რეზონანსი) ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეს" გაქურდვის ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული დ.ყ. ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ყ.-მ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში", სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს.

„გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×