რეზონანსი
11.12.2017

 (რეზონანსი) საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მომავალ წელს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„2018 წელს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყება, რომელზე დაყრდნობითაც თავიდან უნდა ავიცილოთ სატრანსპორტო კოლაფსი და შევძლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება".

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 88 მლნ ლარამდეა გაზრდილი თანხები ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ სახსრებით იგეგმება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სრულყოფა და მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×