რეზონანსი
11.12.2017

 (რეზონანსი) კომპანია M2-ის ხელმძღვანელის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, M2 "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე მუშაობს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან უკვე მიმდინარეობს და მათ აქვთ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი ქავთარაძესა და ვაჟა-ფშაველაზე.

"გვაქვს საკმაოდ ამბიციური ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. აქტიურად ვმუშაობთ ნებართვის აღებაზე. საბურთალოზე გვაქვს თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სადაც გვინდა, გადავიყვანოთ "ხრუშჩოვკების" მცხოვრებლები.

მისივე ინფორმაციით, სიცოცხლის უსაფრთხოების კუთხით თუ შევხედავთ სიტუაციას, ეს შენობები შეუთავსებელია ამ ნორმებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×