რეზონანსი
11.12.2017

 (რეზონანსი) მიხელ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა 24-საათიანი შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს.

ბინის მისამართია - კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ნებისმიერი გადაწყვეტილების წინააღმდეგია.

ჩერნოლუცკის ინფორმაციით, სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს სხდომა, კიევის დროით, 12:00 საათზე (თბილისის დროით 14:00 საათზე ) დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×