რეზონანსი
11.12.2017

 (რეზონანსი) ფონდ „იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა დაბარებული.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია ააიპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა"-ს დამფუძნებელი - პაატა ბურჭულაძე.

საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს".- განაცხადეს პროკურატურაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×